ალექსანდრე აფციაური

პროფესორი; ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

ალექსანდრე აფციაური

პროფესორი; ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

a.aptsiauri@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1971 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი და მიენიჭა სატყეო მეურნეობის ინჟინრის სპეციალობა. 2006 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე "დასავლეთ საქართველოს წიფლნარ-სოჭნარი კორომების ფორმირება" და მინიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დამთავრებისთანავე სატყეო ფაკულტეტის, სატყეო ტაქსაციის კათედრის დაუსწრებელი სწავლების ასპირანტი გახდა. ამ პერიოდის განმავლობაში მუშაობდა ამიერკავკასიის ტყეთმოწყობის საწარმოში ინჟინერ-ტაქსატორის თანამდებობაზე, შემდეგ საქტყეტრანსში უფროს მეტყევე ინჟინრად. 1978-1981 წლებში იკავებდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო ფაკულტეტის უფროსი ლაბორანტის პოზიციას, შემდეგ იყო მასწავლებელი და უძღვებოდა პრაქტიკულ მეცადინეობებს სატყეო ტაქსაციასა და ტყეთმოწყობაში. 1982 წლიდან მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტში. 2000-2004 წლებში იყო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კონსულტანტი სატყეო საქმის მიმართულებით. 2004 -2006 წლებში მუშაობდა საქართველოს სატყეო დეპარტამენტის ტყის აღრიცხვისა და ტყის დაცვის განყოფილების უფროსის თანამდებობებზე. 2006 წლიდან იკავებს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში პროფესორის აკადემიურ თანამდებობას. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნირო შრომა და სახელმძღვანელოები

განათლება

2006 - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი
1971 - სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, სატყეო მეურნეობის ინჟინრის სპეციალობა